
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა უკანონოდ, ფარულად გადაიღო და უკანონოდ გაავრცელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ნეტგაზეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული მარნეულის რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზაბილ გოჯაევია. ფორმულას განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ გოჯაევმა პოსტი რამდენიმე დღის წინ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.