შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.