logo
ENG



შსს: ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დავაკავეთ

27 მაი 202123:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/clmgwhc4igat74o.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანია დაკავებული.

როგორც ფორმულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონდარღვევისთვის მოხდა.

სოფელ გუმათში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება და რკინის ჯებირია აღმართული, ვითარება დაიძაბა. რიონის ხეობის მცველები რკინის ჯებირს ხელებს ურტყამენ. აქტივისტები ყვებიან, რომ რამდენიმე მათგანი ჯებირს მიღმა, სოფელში ცდილობდა გადასვლას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუმათში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, კანონის მოთხოვნები დაიცვან და სიმშვიდე შეინარჩუნონ.


close დახურვა