logo
ENG



შსს: პანკისის ხეობაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

01 დეკ 201916:22
3 წუთის საკითხავი
 
qiofff5lctojous.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში 1982 წელს დაბადებული ვ.მ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. 

"დაკავებულია 2 პირი: 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა