შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე 7 აქტივისტი პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შენობის პიკეტირებას და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდნენ.
როგორც აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ ისინი შეძახილების გამო დააკავა, ვინაიდან მათი შინაარსი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.
"ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუძახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები". - თქვა გიგა მაქარაშვილმა.
საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი.
მოთხოვნები უცვლელია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მოაწყო და გაკეთდა განცხადებები, რომ მოლაპარაკებები გაგრძელება, აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ერთი მიღწევით არ კმაყოფილდებიან და აუცილებელია, ქართული ოცნების წევრებისთვის დისკომფორმტის შექმნა გაგრძელდეს.