logo
ENG



შსს: პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია გაიზრდება

16 იან 202421:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/16/p268nfz3l4vua3m.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველი მაისიდან ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია (კომპენსაცია) იზრდება. სამინისტროს განცხადების თანახმად, უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს 2023 წლის 13 დეკემბერს წარედგინა.

შსს-ში ამბობენ, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით:

  • 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი.

  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი.

  • ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი.

ამასთან, შსს-ში ამბობენ, რომ 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით:

კერძოდ, პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება:

  • უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა;

  •  საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი – კაპიტანი) – 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა;

  • უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი – პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა;

  • უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი – გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა.

  • ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა


close დახურვა