logo
ENG



შსს: საბურთალოზე სპარში სამი პირი შეიჭრა და მოლარეებს მუქარით ფული გასტაცა

31 მარ 202110:24
3 წუთის საკითხავი
 
შსს: საბურთალოზე სპარში სამი პირი შეიჭრა და მოლარეებს მუქარით ფული გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე სპარის ფილიალში სამი პირი შეიჭრა და მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცა.

უწყების ცნობით, ბრალდებულები რამდენიმე საათში დააკავეს, ერთერთი ბრალდებულის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა - 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

 


close დახურვა