შსს ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.
ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ზუგდიდში ტერორისტული თავდასხმა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე დღეს განხორციელდა.
თავდამსხმელი ამ ეტაპისთვის პოლიციის მანქანით, სამი მძევლის თანხლებით გაურკვეველი მიმართულებით მიემართება.
ერთ-ერთი მძევალი, რომელიც თავდამსხმელმა თან გაიყოლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავაა. გავრცელებული ინფორმაციით, გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ნებაყოფლობით ჩაანაცვლა.
