logo
ENG



შსს: საგარეჯოში კორპუსიდან სროლის შედეგად დაიღუპა 1 პოლიციელი და რამდენიმე მოქალაქე

20 იან 202303:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/sogwr02ec492gdv.jpg

შსს-ის ცნობით, საგარეჯოში საცხოვრებელი კორპუსის ერთ ერთი ბინის აივნიდან შეარაღებულმა მოქალაქემ რამდენჯერმე ისროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

შსს აცხადებს, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის თანამშრომლებსაც და მათგან ერთ-ერთი დაიღუპა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გახსროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ." - აცხადებს შსს.


close დახურვა