შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, მაღაზიის მეპატრონეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღით მოკვლით დაემუქრა და ყაჩაღურად გასტაცა 1 500 ლარი, ოქროს ბეჭედი, მობილური და სიგარეტები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.