logo
ENG



შსს: შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

04 აგვ 202308:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/renb0r1y6dc50jj.jpg

შოვში მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა განახლდა - შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. 

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. 

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.  

კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.

შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 44 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.


close დახურვა