შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სიის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც „ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, საკითხს სწავლობენ და დამატებით განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებენ.
„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, 28 მარტს ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სია გამოქვეყნდა, რომელთა შორის გარდაცვლილებიც არიან. სიაში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი.