logo
ENG



შსს აქციაზე: მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესრიგი და არ გასცდნენ კანონის ფარგლებს

14 ნოე 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
agjayacj092mmvf.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადების თანახმად, პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს არ გასცდნენ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი", - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა