logo
ENG



შსს აქციის მონაწილეებს: დეპუტატებს მიეცით საშუალება, შეუფერხებლად დატოვონ შენობა

28 მაი 202418:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/28/6twffn8w3wohsbb.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ.

შსს გავრცელებულ განცხადებაში ასევე იმუქრება, რომ "პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება".

"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ"- ნათქვამია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი მიიღო.


close დახურვა