logo
ENG



შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეებს: თავი შეიკავეთ პროვოკაციისგან

10 მარ 202112:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/10/mowbbybmcqstl6e.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება უზრუნველყონ და პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა ექსპო ჯორჯიაში 13:00 საათზე გაიმართება. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძეა, რადგან ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

ბოიკოტის მიზეზი ისაა, რომ გასული წლის 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ის არ დაარეგისტრირა. ამას აბუსერიძის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. ისინი ექსპო ჯორჯიას მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, რადგან პრეზიდენტად აბუსერიძე უკვე არჩეული იყო. ექსპო ჯორჯიასთან პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. 


close დახურვა