logo
ENG



შსს სვანეთში მომხდარს ყაჩაღობის მუხლით იძიებს, დამატებითი განმარტება არ კეთდება

06 იან 202500:14
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/05/x7wl0ktk41jopme.png

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან ტურისტი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულზე გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცს, რომელიც დააყაჩაღეს, ამ დრომდე ეძებენ.

დანაშაული 5 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც ცნობილია, ტურისტებს ორი ადამიანი დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ.

მთავარ არხთან საუბრისას მოქალაქემ, რომელმაც შემთხვევის სავარაუდო ადგილზე გაიარა, თქვა, რომ მანქანაში, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, სისხლის კვალი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულა დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.


close დახურვა