შეერთებულ შტატებში, ტორნადოების სერიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონები დააზარალა. ლუიზიანას, მისისიპისა და ალაბამას ათობით ტორნადომ გადაუარა, ზოგიერთ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. არიან დაშავებულებიც, მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვია.
სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც 30 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მეტეოროლოგებმა მოსალოდნელი ძლიერი შტორმის შესახებ ჯორჯიის, ფლორიდისა და კაროლინის შტატების მოსახლეობაც გააფრთხილეს.