logo
ENG



შტორმი და წყალდიდობა ამერიკაში - დაიღუპა 6 ადამიანი

13 აპრ 202010:47
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მისისიპის შტატში ძლიერ შტორმს ტორნადოები და წყალდიდობა მოჰყვა. ლუიზიანაში კი ქარბორბალამ ნგრევა გამოიწვია.

განადგურებულია რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას, რომელიც კორონავირუსის გამო სავალდებულო კარანტინის რეჯიმში იმყოფება, მოუწოდებს, არ დაიცვან რეკომენდაციები იმ შემთხვევაში, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სტიქიის გამო Covid-19 გავრცელების შესაჩერებლად შემოღებული ზომები, ალაბამას შტატშიც გააუქმეს. რეგიონებში მიყენებულ ზარალს ითვლიან.


close დახურვა