კომპანიამ ლაგოდეხში მილიონიანი ტენდერი შუა გზაზე მიატოვა. მუნიციპალიტეტში სანიაღვრე და სარწყავი ქსელების მოსაწყობად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, შეირჩა კომპანია, მოსახლეობა კი 2 წელია, პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვს.
კონტრაქტის დამრღვევი კომპანია შავ სიაშია შეყვანილი, მაგრამ უცნობია, დაჯარიმდა თუ არა.
გზაზე დატოვებული თხრილები მოძრაობის შეფერხებასთან ერთად, სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამდენჯერმე ჩავარდნენ ბავშვები. ლაგოდეხის მერი აცხადებს, რომ ტენდერი ხელახლა გამოცხადდა და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უკვე განაახლა, თუმცა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ტერიტორია ისევ მიტოვებული დახვდა.