logo
ENG



შშმ პირთა აიპი-ს ხელმძღვანელები დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე ვამხილეთ - საგამოძიებო

14 ნოე 202315:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/14/i20o1vop8cfwa2o.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი აიპი-ს ქონების გაფლანგვის ფაქტზე ორი ადამიანი ამხილა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 2021-2022 წლებში შშმ პირთა აიპის ხელმძღვანელები იყვნენ, რომლებმაც 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღეს ორგანიზაციის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები, 2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება.

ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი"- ნათქვამია განცადებაში.


close დახურვა