logo
ENG



ჩაანაცვლებს თუ არა სკოლას ტელესკოლა - ტელეგაკვეთილები დაიწყო

30 მარ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

ჩაანაცვლებს თუ არა ეფექტიანად სკოლას ტელესკოლა - დღეიდან მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტი და ონლაინგაკვეთილები ხელმისაწვდომი არ არის, სასწავლო პროცესი ტელეგაკვეთილების ფორმატით დაიწყო. თითო კლასისთვის კვირაში ორი დღეა გამოყოფილი.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ პროცესი საჭირო იყო, თუმცა არასაკმარისი, რადგან სწავლებისთვის აუცილებელი ინტერაქცია ტელეგაკვეთილებს არ აქვს.

არასაკმარისი ინტერნეტიზაცია მთავარი ხარვეზია, რომლის გამოც ხელისუფლებას ოპონენტები აკრიტიკებენ. დაგროვილ კითხვებზე საპასუხოდ მინისტრი დღეს ზედმეტად დისტანციური აღმოჩნდა.

როდემდე გახდება გაკვეთილების ტელევიზიით ჩატარების საჭიროება და რა რესურსი არსებობს ამისთვის - ჯერ უცნობია. არც იმის შეფასებაა შესაძლებელი, აითვისებენ თუ  არა მოსწავლეები ამ პროექტით სრულად სასკოლო მასალას. 


close დახურვა