logo
ENG



ჩადებული სუბუქსინი და სასჯელი სხვის ნაცვლად - შაბათის ფორმულა

07 მაი 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

კრიმინალური შემთხვევები ქვეყანაში კლების ნაცვლად იმატებს. იმატებს ისეთი საქმეების რაოდენობა, სადაც გარემოებათა ერთობლიობით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ საქმე შესაძლოა გამოგონილი ან შეკერი იყოს. ასეთი იყო მაგალითად გიორგი გოგოტიშვილის საქმე, რომელსაც პოლიციამ 17 აბი სუბოქსინი ჩაუდო, გუშინ კი გიორგი გოგოტიშვილი, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ოზურგეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამ თემაზე შაბათის ფორმულამ რამდენიმე თვის წინ სპეციალური საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა, საქმის მასალაში აშკარად იკვეთებოდა პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომა, რაც გუშინ სასამართლომ ოფიციალურად დაადასტურა. 


close დახურვა