logo
ENG



ჩაკეტილი ცის პარალელურად მთავრობა ნეგატიურ მოლოდინებს და უმუშევართა ახალ ნაკადებს ქმნის

07 ივლ 202020:45
3 წუთის საკითხავი
 

ფინანსთა მინისტრის ლოგიკა ვერც ეკონომიკის სფეროს ექსპერტებმა ახსნეს და ვერც პოლიტიკურმა ოპონენტებმა, - ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საჰაერო მიმოსვლის გახსნა ეკონომიკას აზარალებს. მთავრობამ ასე ქვეყნის ჩაკეტვის მიზეზების ახსნა სცადა და ისევ პანდემიით გამოწვეულ შესაძლო რისკებს დაუკავშირა. 800 მილიარდი კი ის თანხაა, რომელსაც, სხვადასხვა გათვლებით საქართველოს ეკონომიკას დაკეტილი ცა აკარგვინებს. 

მავნებლური, უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრულია ოპოზიციისთვის მთავრობის გადაწყვეტილებები, რომელიც ოპონენტების თქმით, მხოლოდ საარჩევნო მანიპულაციას უკავშირდება. ნეგატიური მოლოდინების შექმნისა და ცის ჩაკეტვის პარალელურად, მთავრობა ახლა უმუშევართა ახალ ნაკადებს ქმნის.

ევროპამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე დაასახელა და მზად არის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნას. თუმცა, მმართველი გუნდი საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და ქვეყანას ვიზიტორებისთვის არ ხსნის.


close დახურვა