logo
ENG



ჩალაგაშვილი: ის რაც ხელისუფლებამ გააკეთა, მსგავსი რამ, პუტინსაც არ უკადრია რუსეთში

26 ნოე 201912:14
3 წუთის საკითხავი
 
bd7jn42udrtggo7.jpg

"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ჩალაგაშვილი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, აქციის მონაწილეების დარბევასთან დაკავშირებით, "ვლადიმერ პუტინის რეჟიმს" ადარებს. "ის რაც ხელისუფლებამ გუშინ გააკეთა, მსგავსი რამ, მგონი პუტინსაც არ უკადრია რუსეთში. მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციური ლიდერები იმყოფებიან. პოლციამ მოქალაქეების დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. სულ აქციის მიმდინარეობის დროს 28 ადამიანი დააკავეს


close დახურვა