logo
ENG



ჩალაგაშვილი: მივმართავ პროკურორს, დღესვე გაათავისუფლონ კოშაძე

15 ნოე 201914:42
3 წუთის საკითხავი
 
eks3zgw39malgu3.png

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც კობა კოშაძის დაკავებისას საგამოძიებო მოქმედებებს ასახავს, დოკუმენტიდან ირკვევა,რომ კოშაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება წინ უსწრებს გამოკითხვას.

ადვოკატის განცხადებით, საქმე "შეკერილია" და მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და შემდეგ კი დაიწყეს გამოძიება.

„პოლიციელი დაკითხულია შუადღის 15:00 საათზე, როდესაც თითქოს 10 საათზე დაკითხეს ეს პოლიციელი და მისი ჩვენების შედეგად ჩატარდა ეს ოპერაცია. ეს არის გაყალბებული ყველაფერი, ამის საფუძველზე ჩატარებული გამოძიება და მოპოვებული მტკიცებულებები კანონის თანახმად დაუშვებელი და უკანონოა“, - განაცხადა კობა კოშაძის ადვოკატმა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილიმა თადუმაძის უწყებას მიმართა და მოუწოდა რომ დღესვე გაატავისუფლონ კოშაძე სასაამართლო დარბაზიდან.

„მე მინდა მივმართო უდიპლომო პროკურორს, ბატონ თადუმაძეს რომ გასცეს დაყოვნევბლივ ბრძანება თითზე მოტრიალე გოშია პროკურორებს უბრძანოს დღესვე შეწყვიტონ საქმის ძიება და დღესვე გაათავისუფლონ კოშაძე სასამართლო დარბაზიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენმ ძალიან დიდ მუშტს ცხვირში“, განაცხადა ჩალაგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კობა კოშაძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებისთვის დააკავეს.

 


close დახურვა