logo
ENG



ჩალაგაშვილი შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი

15 მაი 202021:25
3 წუთის საკითხავი
 

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილის თქმით გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი იყო. როგორც ჩალაგაშვილმა განაცხადა, ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყნის წინსვლისთვის სწორი ნაბიჯია.

„დღეს სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი თუკი მას შეეძლო რომ გადაედგა. ახსნითაც კარგად ახსნა და თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შედგეს ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და სწორედ ამის გამო ღებულობს ამ გადაწყვეტილებას. მინდა  მადლობა გადავუხადო მას ქვეყნის წინსვლისთვის გადადგმული სწორი ნაბიჯისათვის“,-განაცხადა გურამ ჩალაგაშვილომა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.


 


close დახურვა