შესაძლებელია თუ არა ძველი თბილისის მცხოვრები მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ქალაქის სხვა უბანში აღმოჩნდეს? ეს რისკები ამოიკითხეს სპეციალისტებმა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში შეტანილი ცვლილებებიდან. საკრებულომ შესწორებები უკვე მიიღო – ახალი დადგენილებით, ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს მერია განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის კი კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება. ოპოზიცია პროექტს ეწინააღმდეგება, ლაპარაკობენ ივანიშვილ-კალაძის შესაძლო ინტერესებზე ძველ თბილისში.
ჩანაცვლების პროგრამა-დემონტაჟი თანხმობის გარეშე
03 თებ 202320:42
3 წუთის საკითხავი