„ერთად, ერთის წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ცენტრალური პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოც პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა აირჩეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კი, არჩევნების შერეული წესით ჩატარებას ემხრობა.