logo
ENG



ჩაქვის ოაზისში სტუმარს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა, კომპლექსში შესვლა-გამოსვლა შეზღუდეს

02 სექ 202014:00
3 წუთის საკითხავი
 
ჩაქვის ოაზისში სტუმარს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა, კომპლექსში შესვლა-გამოსვლა შეზღუდეს

ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis-ში შესვლა-გამოსვლა დროებით შეზღუდულია. როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა "ფორმულას" უთხრა, ერთ-ერთ სტუმარს მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.

მათი ცნობით, სტუმარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პასუხის მიღებამდე კი კომპლექსში შესვლისა და გასვლის დროებით შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა