ჩაქვში გველის ნაკბენით ტურისტი დაიღუპა.
ადგილობრივი TV25 ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ტურისტს გველი სახლში ჰყავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.