კოვიდ-19-მა განსაკუთრებულად დააზიანა კულტურის სფერო. ჩაიშალა კონცერტები, ფესტივალები, დაიხურა სამუსიკო სივრცეები. ამ დრომდე სფეროს წარმომადგენლების მიერ შექმნილ არც პეტიციაზე და მოთხოვნაზე მთავრობას რეაგირება არ მოუხდენია. როგორც ხელოვანები ამბობენ, ინდუსტრიას ყურადღებას არავინ აქცევს, რაც კულტურის - განათლების სამინისტროსთან გაერთიანებამ გამოიწვია.
პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, 27 მარტს მომღერალი ეკა მამალაძე 60 წლის გახდა. წელს საიუბილეო კონცერტების სერია ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ მისი გეგმები შეცვალა. ეკა მამალაძე ერთ- ერთია იმ მუსიკოსებს, შორის რომელიც ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის გარეშე დარჩა და ამ დრომდე არ იცის სცენაზე როდის დაბრუნდება
განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დგას ნაციონალური ბალეტიც. ანსამბლ „სუხიშვილებს“ რეპეტიციის გამართვის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. გაუქმებული კონცერტებისა და გასტროლების გარდა სუხიშვილებს ნინა რამიშვილის დაბადებიდან 110 წლის იუბილე და ანსამბლის დაარსებიდან 75 წლის თავი უნდა ეზეიმა, თუმცა პანდემიამ ნაციონალური ბალეტი უცნაური რეალობის წინაშე დააყენა და ანსამბლის ისტორიაში პირველად მოცეკვავეებს სამი თვეა არც კონცერტი და არც რეპეტიცია არ ჰქონიათ. როდის შეძლებს ანსამბლი სცენაზე დაბრუნებას ამაზე პასუხი ამ დრომდე არავის აქვს
პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ მძიმე ვითარების წინაშე დააყენა 9 წლის ისტორიის მქონე „ბრავო რექორდსიც". ჩამწერმა სტუდიამ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 5 -ზე მეტი მსხვილი პროექტი გააჩერა და დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ზარალი ნახა . „ბრავო რექორდისის" დამფუძნებელი ამბობს, რომ შოუ -ბიზნესი საქართველოში პანდემიამდეც არასრულფასოვანი ბიზნესი იყო.მით უმეტეს ახლა როცა ქვეყანაში კულტურის სამინისტრო საერთოდ გაუქმდა ,სახელოვნებო სფეროსთვის და მუსიკალური სამყაროსთვის საერთოდ აღარავის სცალია ზაზა შენგელია ფიქრობს, რომ კულტურის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შერწყმა და მისი გაუქმება ძალიან დიდი შეცდომა იყო
კიდევ ერთი ფესტივალი, რომლის გეგმებიც პანდემიამ შეცვალა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალია. მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ უცხოელი მუსიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში შესაძლოა ვერ ჩამოვიდეს, თუმცა მასშტაბური ფესტივალი ტრადიციის დარღვევას არ აპირებს და ხანგრძლივი ფესტივალის ნაცვლად 3 დღიანი ფესტივალის ჩატარებას შემოდგომაზე მაინც გეგმავს.
ანსამბლების, კლასიკური მუსიკისა და შოუბიზნენის წარმომადგენლების გარდა კორონავირუსმა 2020 წლის "ოფენ ეარ" ფესტივალიც ჩაშალა და ასზე მეტი არტისტი და ფესტივალის ორგანიზატორი მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. თვითდასაქმებულმა არტისტებმა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებებს დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს და ამერიკისა და ევროპის მსგავსად მხარდაჭერა ითხოვეს, თუმცა მათთვის კრიზისული და პოსტ კრიზისული გეგმა ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.
ერთ-ერთი პირველი კლუბი რომელიც კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ დაიხურა მტკვარი იყო. კლუბის დამფუძნებელი, ამბობს რომ ვერც ხელფასები გასცა და არც მომავალი საქმიანობის პროგნოზები აქვს. კლუბური ცხოვრების გარდა დი ჯეი ბეროს ზაფხულში ჩაფიქრებული ფესტივალიც ჩაეშალა.
დახმარების გარეშე დარჩენილმა მუსიკოსებმა სახელმწიფო უწყებებს არაერთხელ მიმართეს, და არაერთი პეტიცია გამოაქვეყნეს, თუმცა თვითდასაქმებული არტისტებისთვის, ანსამბლებისა და მომღერლები ამბობენ, რომ კონკრეტული პასუხი და არს რეკომენდაციები არავისგან მიუღიათ.