წყალში ჩაძირული ისტორია; თურქეთში, ქალაქ იუსუფელში, ისტორიული ტაოს ტერიტორია წყალში იძირება. უკვე ნახევრად წყლით არის დაფარული ქალაქები, სოფლები და ქართული კულტურის გამორჩეული ისტორიული ძეგლები. წყალმა დაფარა ერთ დროს ციცაბო კლდეზე აღმართული ე.წ. კავკასიძეების ციხე და ეკლესია, რომელშიც ადამიანი დღეს მხოლოდ სარკმლიდან თუ შეცურავს. ეკლესიის ფრესკები და წარწერები იღუპება. ისტორიკოსები კი საკუთარი ძალებით ცდილობენ, ჩაძირვამდე დასურათებული ნაკაწრი წარწერები გაშიფრონ და ციხე-სიმაგრის კომპლექსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. იუსუფელში წყლის დონე ყოველდღიურად იმატებს. ქალაქის დატბორვა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთში ჭოროხის აუზში კაშხლების მშენებლობა დაიწყეს. შაბათის ფორმულას მაყურებელი დეტალურად ნახავს, თუ რა მდგომარეობაშია ნახევრად წყლით დაფარული კავკასიძეების ციხის ეკლესია.
ჩაძირული ისტორია - შაბათის ფორმულა
22 ივლ 202320:52
3 წუთის საკითხავი