logo
ENG



ჩემი მთავარი დანიშნულება ლექსების წერა და მისი კითხვაა - ვასაძე

10 ნოე 201918:44
3 წუთის საკითხავი
 
2qbowwyyy6ommh4.png

"ჩემი უსაყვარლესი საქმეა, როგორც მე ვფიქრობ, მთავარი დანიშნულება, ლექსების წერა, პოეზია და მისი კითხვა",- ეს განცხადება ლევან ვასაძემ ცოტა ხნის წინ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე გააკკეთა. მისი თქმით, ბოლო წლებში თავის საყვარელ საქმიანობას ჩამოსცილდა, რის გამოც უკმაყოფილოა. ახლა კი ეცდება კვლავ დაუბრუნდეს ამ საქმიანობას, პოლიტიკაში მოსვლას კი გამორიცხავს. თუმცა, როგორც ვასაძემ თქვა, მსგავს შეკრებებზე კვლავ გამოვა და, როგორც თავად აღნიშნა, ქართულ ტრადიციებს დაიცავს. 

"ის 2-ნახევარი წელი, რაც მე ასე ვაქტიურობ, რადგან წელიწად-ნახევარი საერთოდ ხმა არ ამომიღია, მერე მეგობრებმა მთხოვეს, დაგვიდექი გვერდშიო, ნახე რა ხდებაო, იყო უდიდესი ზარალი. ეს მტაცებს მე პოეზიას და მტაცებს საშუალებას იმ სიმყუდროვისა, რომელიც ადამიანს სჭირდება, რომ იყოს ადამიანი... 2-ნახევარი წლის განმავლობაში და ტელემიმართვებში, ყველაფერი ვთქვი ყველა თემაზე. ეს არის, პრაქტიკულად, გამზადებული იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური პროგრამა, რა უნდა ვუქნათ ჩვენს ქვეყანას. ჩემი თავი ამ ფორმატში უკვე გამოვფიტე, ამიტომ ჩემი ოცნებაა დავუბრუნდე ჩემს კერძო სივრცეს. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ როცა რაიმე შეტევა იქნება ჭინკების, ტრადიციებზე ან მსგავსი, აქ მდგომ უამრავ ძმას და დას არ დავუდგები. უბრალოდ, მესმის, როცა ამდენი ადამიანი მეუბნება, ან შედი პოლიტიკაში, ან არაო, გეუბნებით, რომ მე ეს არ მინდა",- განაცხადა ვასაძემ. 


close დახურვა