logo
ENG



ჩემი შვილი პოლიტპატიმარია - შეფასებები ევროპარლამენტარების წერილზე

14 მარ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარების წერილს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მთავრობაში კონკრეტული გარემოებით ხსნიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შეწყალების საკითხი პრეზიდენტის პრეროგატივაა და მის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება დასავლეთის წერილს, მმართველი გუნდის ცალეული წარმომადგენლების თქმით, ეს არის ერთგვარი თხოვნა და სურვილი, რომელიც შესაძლოა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა.

"საკითხები არ გაგვივლია დასავლეთთან კონკრეტულად. ამიტომ სანამ ეს საკითხები გაირკვევა და ჩამოვლენ, მანამდე ეს არის უბრალოდ მათი თხოვნა პრეზიდენტის მიმართ. მოდი, პრეზიდენტმა გადაწყვიტოს გაითვალისწინებს თუ არა დასავლეთის თხოვნას", - აღნიშნა კახა კუჭავამ. 

"ფორმულა" ესაუბრა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედასაც, რომელიც კვლავ იმედოვნებს, რომ უკანონო პატიმრები საპატიმრო დაწესებულებებს მალე დატოვებენ. 

"ჩემი შვილი პოლიტიმარია და ისჯება სამაგალითოდ, სხვების დასანახად. სჯიან იმიტომ, რომ არ აღიარებს დანაშაულს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს ჩემი შვილის ბრალეულობის დასამტკიცებლად", - განმარტა რუსუდან თამლიანმა. 


close დახურვა