logo
ENG



ჩემი ცოლის დაქალები ბრუნდება - სერიალი დღეს 22:00 საათზე დაიწყება

26 ივნ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

ჩემი ცოლის დაქალები ბრუნდება. დღეიდან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში სერიალის მეჩვიდმეტე სეზონი გაგრძელდება. განახლდება ყველა ის საინტერესო ხაზი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანი ელოდა. როგორც სერიალის პროდიუსერი ამბობს, მიმდინარე სეზონში ბევრი სიახლეც იგეგმება.

ჩემი ცოლის დაქალების გადაღებებისთვის უმეტესად ღია სივრცეებს იყენებენ, - მიზეზი მარტივია, ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხეს ჯერაც არ ჩაუვლია. სირთულე რომელიც ასეთ გადაღებებს თან ახლავს ამინდის ცვალებადობაა, თუმცა მსახიობებზე ეს გავლენას არ ახდენს. 

ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის გადაღებები არც ისე დიდი ხნის წინ განახლდა. მე-17 სეზონის გაგრძელება, რომელიც მსოფლიო პანდემიამ შეაფერხა, ფორმულას ეთერში დღეს 22:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა