logo
ENG



ჩემი ცოლის დაქალების მსახიობის, დავით დვალის მანქანა დააზიანეს

26 დეკ 202318:06
3 წუთის საკითხავი
 

ჩემი ცოლის დაქალების მსახიობის, დავით დვალის მანქანა დააზიანეს - მსახიობის ავტომობილი სახლთან ახლოს, პარკირების ადგილზე იყო გაჩერებული.

ვიდეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, უცნობი პირი კონკრეტულად დვალის მანქანასთან მიდის და მას აზიანებს. მსახიობი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ მოგვიანებით თავდამსხმელმა ინსცენირება მოაწყო, თითქოს ავტომანქანა კორპუსიდან გადმოვარდნილმა ნივთმა დააზიანა.

"დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია.

როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი [...] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან", - განაცხადა დავით დვალმა ფორმულასთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - მსახიობის განცხადებით, საქმე ვანდალიზმის მუხლით არის აღძრული. დავით დვალი ჩცდ-ში პოლიციელის, გაჩა ზვერაძის როლს ასრულებს.


close დახურვა