logo
ENG



ჩემს წინააღმდეგ, რუსული ხელწერით შექმნილი პროპაგანდაა აგორებული - რურუა პატიმრობაში დატოვეს

15 ივნ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას პროცესი დასრულდა. მოსამართლემ იგი პატიმრობაში დატოვა.   

დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამოიკითხეს, რომლებიც რურუასთან ერთად მის დაკავებამდე აქციაზე იმყოფებოდნენ. დაცვის მხარემ ასევე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. 

პროცესის პარალელურად სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციას რურუას გათავისუფლების მოთხოვნით მართავდნენ. 

სასამართლო პროცესზე თავად გიორგი რურუაც გამოვიდა სიტყვით. როგორც რურუამ აღნიშნა, პროკურატურის მიერ დაკითხულმა მოწმეებმა იცრუეს. 

"მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ, რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც მედიაში ვრცელდება. ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ ენ ტე ვე-ს, ასეთივე მეთოდებით ებრძვიან ნემცოვს, მაგნიტსკის და სხვებს. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი, ზოგი კი, საერთოდ მოკლეს. იგივე ბრალდებებით გამოირჩეოდა ხელისუფლება, ტროლების ქარხანა თუ მედია 2012-ში, 2016-ში და 2020 წელს, რაც არჩევნებს წინ უსწრებს ხოლმე. ამით ხელისუფლება ცდილობს ჩვენში დაბნეულობის შემოტანას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადგენას. მზად ვარ ნებისმიერ კითხვს გავცე პასუხი", - განაცხადა გიორგი რურუამ. 


close დახურვა