logo
ENG



ჩერევატი: ბახმუტთან აქტიური საომარი მოქმედებებია, თუმცა ინიციატივას უკრაინა ინარჩუნებს

17 ივლ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/17/9lvxpgh3hm7lkrh.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, ბახმუტთან აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა ინიციატივას უკრაინა ინარჩუნებს.

"მტერს ყველაზე მეტად სურს ბახმუტთან და თავად ბახმუტში პოზიციების შენარჩუნება. ამიტომ, იქ რეზერვებს აგროვებს. ჩვენი კონტრშეტევის განმავლობაში, რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

აღმოსავლეთით ყველაზე აქტიური საომარი მოქმედებები ბახმუტისა და ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მიმდინარეობს. ბახმუტში მტერი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, თუმცა წარმატება და ინიციატივა უკრაინულ მხარესაა", - ამბობს ჩერევატი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ბოლო ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, ზოგადად, კონტრშეტევის განმავლობაში კი 210,5.


close დახურვა