logo
ENG



ჩერევატი: ბახმუტის ირგვლივ რთული ვითარებაა, მაგრამ ქალაქი კონტროლის ქვეშაა

04 მარ 202318:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/0mvnsqycrdreqv6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ახლა ბახმუტის ირგვლივ რთული ვითარებაა, მაგრამ ქალაქი კონტროლის ქვეშაა.

"ახლა ბახმუტის ირგვლივ რთული ვითარებაა... ბახმუტი დღეს ომის ეპიცენტრია. მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე დღის განმავლობაში, მტერმა 21-ჯერ დაბომბა ქალაქი. საერთო ჯამში, ვასიუკოვკას, დუბოვო-ვასილიევკას, ბოგდანოვკას, ბახმუტისა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში დაფიქსირდა მტრის 131 დაბომბვა MLRS-ის რაკეტებიდან და მძიმე არტილერიიდან, 38 შეტაკება მოხდა. დაიღუპა 155 ოკუპანტი, 239 დაშავდა", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.

ჩერევატი ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები ბახმუტის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. მისი თქმით, მტრისთვის ეს ქალაქი პრიორიტეტული სამიზნეა.

"მტრისთვის ეს ქალაქი პრიორიტეტული სამიზნეა, თუმცა ჩვენი სარდლობა და პირადი შემადგენლობა ყველაფერს აკეთებს ამ დასახლების დასაცავად და ამავდროულად, მტრისთვის მაქსიმალური ზარალის მისაყენებლად", - განაცხადა ჩერევატიმ.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტში უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა და ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დაზერვის თქმით, უკრაინა აძლიერებს ტერიტორიას ელიტარული დანაყოფებით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან გადაადგილების მარშრუტები სულ უფრო მეტად იზღუდება.


close დახურვა