logo
ENG



ჩერევატი: ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას უკრაინა ინარჩუნებს

30 ივლ 202313:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/30/9sy66vampe009n1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას უკრაინა ინარჩუნებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 44 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი 35. ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ინიციატივას ინარჩუნებენ, მტერზე ზეწოლას ახდენენ, თადვასხმის ოპერაციებს ახორციელებენ და ტერიტორიებს იბრუნებენ", - ამბობს ჩერევატი.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი აღნიშნავს, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას და შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობს.

"ჩვენი შტაბის, ადგილზე მყოფი მეთაურებისა და სამხედრო პერსონალის წარმატებული მოქმედებების წყალობით, ეს მცდელობები მტრისთვის უშედეგო და წარუმატებელია", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერი.


close დახურვა