logo
ENG



ჩერევატი: ბახმუტის მიმართულებით ჩვენს წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი იბრძვის

01 მაი 202315:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/01/be0s74ocrby2nwp.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელების წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი იბრძვის.

"ბახმუტის მიმართულებით ჩვენს წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი იბრძვის. მათი პირადი შემადგენლობა შედგება 65 ტანკისგან, 450 ჯავშანტექნიკისგან, 56 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისგან. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩეხეთის ან უნგრეთის არმია", - თქვა ჩერევატიმ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსების სამხედრო დანაკარგი ყოველდღიურად დაახლოებით 100 ადამიანს შეადგენს.

დღეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.


close დახურვა