logo
ENG



ჩერევატი: ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს

21 ივლ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/a8ktpxsgpj6qbjl.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

"ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალები უწყვეტ შეტევას ახორციელებენ. ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით კი მტერი ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გასული დღის განმავლობაში დაფიქსრდა ოკუპანტების მხრიდან დაბომბვის რეკორდული რაოდენობა - 908.

ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები მტერზე ზეწოლას ახდენენ. რუსები წინააღმდეგობას გვიწევენ, უკრაინის პოზიციებს 519-ჯერ ესროლეს. ჯამში, ამ მიმართულებით 8 შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 74 ოკუპანტი განადგურდა, 152 დაშავდა, 1 კი ტყვედ ჩავარდა", - თქვა ჩერევატიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 240 690 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა