logo
ENG



ჩერევატი: უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში 80-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

15 ივლ 202323:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/fnmikxrvv5yica6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში 80-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.

"ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთ დღეში 77 ოკუპანტი გაანადგურეს. უკრაინელი დამცველები ინიციატივას ინარჩუნებენ.

ქალაქ ბახმუტში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე ჩვენი თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები მტერზე ზეწოლას ახდენენ, მტერი კი სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევს. ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერი ყველაზე აქტიურად მოქმედებს", - ამბობს ჩერევატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 237 180 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა