უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინული ძალები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრით დაწინაურდნენ.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით, სხვადასხვა ნაწილში 1400 მეტრით დაწინაურდნენ. ჯამში (დღეში) ექვსი შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა 138 ოკუპანტი გაანადგურეს, 236 დაშავდა, ერთი კი ტყვედ აიყვანეს", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
ჩერევატის თქმით, რუსული ძალები თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე კონტრშეტევას ცდილობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ.
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური აცხადებს, რომ რუსული არმია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით პოზიციებს კარგავს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები წინსვლას აგრძელებენ.