logo
ENG



ჩერნიგოვის რაიონში რუსმა სამხედროებმა პოლიციის განყოფილება აიღეს

04 მარ 202214:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/42csghu89hszno6.png
REUTERS

ჩერნიგოვის რაიონის სასაზღვრო სოფელ რეპკიში ოკუპანტებმა ადგილობრივი პოლიციის განყოფილება აიღეს და სოფლის მცხოვრები, მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქე დახვრიტეს.

ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.

"ტერორი და ძარცვა - საზღვრისპირა სოფელ რეპკში დამპყრობლებმა აიღეს ადგილობრივი პოლიციის განყოფილება და დასახლების შესასვლელთან დახვრიტეს უიარაღო ადგილობრივ მცხოვრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები ძარცვავენ მაღაზიებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. ამასთან, რუსმა სამხედროებმა მოქალაქეებს შეკრება და პოლიციის შენობასთან მიახლოება აუკრძალეს.


close დახურვა