უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ჩამქრალია.
როგორც სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აალებული ცეცხლი აღარაა მცენარეებზე - მხოლოდ მიწაზეა დარჩენილი მცირე კერები.
ცეცხლის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე მუშაობდა. როგორც უკრაინული სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ხანძრის ჩაქრობაში დიდი როლი ითამაშა წვიმამაც.
ცეცხლი ჩერნობილის მიმდებარედ ტყეში 5 აპრილს გაჩნდა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც ცეცხლი განზრახ გააჩინა.