logo
ENG



ჩეჩნეთს გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა უნდა

11 ივლ 202313:26
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/a7wizjrvhs0gbkb.jpg

ჩეჩნეთის მთავრობას გროზნოდან თბილისში პირდაპირი ფრენების დანიშვნა უნდა. ამის შესახებ ჩეჩნეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა Azimuth Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე თქვა.

Azimuth Airlines პირდაპირ ფრენებს მოსკოვიდან თბილისში ასრულებს.

ტრანსპორტის მინისტრმა შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, მათ შორის, თბილისი.

"ჩვენ განვიხილეთ არაერთი პერსპექტიული პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რუსეთის გმირის, რამზან კადიროვის ინსტრუქციების შესრულების ფარგლებში სამგზავრო ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყავით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის ფრენები ქალაქებში - სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯედაში", - თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, გაწერილი გეგმების განხორციელება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩეჩნეთის მაცხოვრებლების კომფორტს, არამედ მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა 10 მაისს მოუხსნა.


close დახურვა