ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს. განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ გააკეთა.
"ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის, გარდა ჰუმანიტარული შემთხვევებისა", - თქვა მან უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს რუსეთის ორი საკუნსულო და რუსი თანამშრომლები ქვეყნიდან გაუშვას.
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.