logo
ENG



ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ბირთვულის გარდა ყველანაირი იარაღი უნდა მიიღოს

03 თებ 202301:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/03/mwcfgbc2xtvwz1b.jpg
GABRIEL KUCHTA/GETTY IMAGES

ჩეხეთის ახალი პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის კუთხით შეზღუდვები არ უნდა არსებობდეს.

პაველმა მოკავშირეებს უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბირთვული იარაღის გარდა, ყველანაირი აღჭურვილობა უნდა გადასცეს.

"როცა საქმე კონვენციურ იარაღს ეხება, მე ნამდვილად ვერ ვხედავ რამენაირი შეზღუდვის მიზეზს. უკრაინას არ შეუძლია ასეთ მძიმე ოპონენტს ჯავშანტექნიკის, უპილოტო საჰაერო დანადგარების, არტილერიის და შორი მანძილის რაკეტების, მაგრამ ასევე შესაძლოა, ზებგერითი თვითმფრინავების გარეშე ებრძოლოს" - განაცხადა პეტრ პაველმა. 

პაველის თქმით, ზოგ ქვეყანას უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების კუთხით "თავშეკავებული პოზიცია აქვს" და ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ერთობლივი პოზიცია, რაც წარმატების შანსებს გაზრდის. "ჩვენ ამ საკითხებზე ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ“ - განაცხადა პაველმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

თუ NATO-ს და ევროკავშირს სტაბილურობის, თანამშრომლობის, კარგი ურთიერთობების სივრცედ აღვიქვამთ, მაშინ ასევე უნდა მივცეთ უფლება კიდევ ერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, რომ შემოუერთდეს.

ის არამხოლოდ იმსახურებს შეერთებას, მაგრამ ჩვენც ვიხეირებთ აქედან და ასევე რუსეთიც, მას შემდეგ რაც შეეძლება დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობების ხელახლა დამყარება“ - განაცხადა პაველმა.

 

close დახურვა