ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, პეტრ პაველი აპრილში უკრაინას ეწვევა.
"ჩვენ განვიხილეთ პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში და შევთანხმდით, რომ ეს აპრილში განხორციელდებოდა. საუბარი იყო ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ უახლოეს თვეებში", - თქვა ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
დღეს ზელენსკისა და პაველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"ვესაუბრე ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს. მივულოცე ოფიციალური ინაუგურაცია. ასევე, ინფორმაცია მივაწოდე ფრონტზე არსებული ვითარებისა და ჩვენი უსაფრთხოების საჭიროებების შესახებ. ვისაუბრეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აქტიური ურთიერთობების გაგრძელებაზე შევთანხმდით. უკრაინისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩეხეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია", - წერს ზელენსკი.